ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – არაფერი რესურსი არ აქვთ, როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა რევოლუციური მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლისთავზეც

ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური და არის მთლიანად მოშლილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის, ოპოზიციას არაფერი რესურსი არ აქვს.
„ყველაფერი მშვიდად ჩაივლის არაფერი რესურსი არ აქვთ. ხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად მარგინალური, არის მთლიანად მოშლილი და ეს არის ცარიელი სიტყვების ფრქვევა რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, რასაც აკეთებენ 13 წლის განმავლობაში. როგორც 13 წლის განმავლობაში ჩაუვარდათ ყველა ასეთი მცდელობა, ასე ჩაუვარდებათ მე-13 წლისთავზეც“, – განაცხადა მ.