ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა

“ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობა” უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე “ქართული ოცნება”. ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა “ომის პარტიის”, არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში მოხდება ქვეყნის “უკრაინიზაცია”.
“მინდა ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელი და თეორიულად წარმოვიდგინო აპოკალიპტური სცენარი, რომ “ნაცმოძრაობამ” თავისი სატელიტებით გაიმარჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ან 2021 წელს მოახერხეს მათ რიგგარეშე ს ჩატარება, მოვიდნენ ხელისუფლებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმას, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან თავისი სანქციების დაწესებით, მოხალისეების გაგზავნით, თავიანთი უხეში რიტორიკით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, საუბარი მაქვს მარტო იმაზე, რასაც საჯაროდაც ხედავდა საზოგადოება, კულისებს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი. ასეთ შემთხვევაში პირდაპირი შედეგი გვექნებოდა ჩვენი ქვეყნის “უკრაინიზაცია”. იგივე სურათი შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენ თეორიულად 2024 წლის შემდეგაც”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ