ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძეზე: საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, არ გამოუვათ …

ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს, თუმცა ვხედავთ, რომ ახალი ენერგიით ცდილობს ბოლშევიზმი საქართველოში ფრთების გაშლას, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებას სამების საკათედრო ტაძრის შესახებ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს არავის გამოუვა.
“ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის. აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ამ ბოლშევიზმს ვერ ექნება. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე,” – მიიჩნევს კობახიძე.
სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა. დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს