ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია – კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში ოროთახიან პალატაშია მოთავსებული

როდესაც საუბარია ს მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი მ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში.
„წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემასთან დაკავშირებით და აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას