ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტი კონსტიტუციების პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს.
„მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში. იცით, რომ ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები, მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, – განაცხადა მ.