ირაკლი კობახიძე: კონკრეტულად თბილისს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, თბილისში კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. დანარჩენი, ოპოზიციის საქმეა

პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა და განაცხადა, რომ პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს.

„ჩვენი მიზანი არის მარტივი-64 მუნიციპალიტეტში უნდა მოვიგოთ მერის , საკრებულოს არჩევნები და ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ალბათ, მათი რეალური ამოცანა არის საკრებულოებში ფრაქციების შექმნა. რეალურად, ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგებას. კონკრეტულად თბილისს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, თბილისში კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. დანარჩენი, ოპოზიციის საქმეა“,-განაცხადა მ.

ამასთან, მ 20 ივნისის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების განახლება საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაავალა.

„ჩვენ სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი – რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, ამ მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პოლიტიკური კუთხით ჩვენ შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

 „ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით” (ვიდეო)