იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის დასუსტება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით მოხდეს.
„თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები გაგრძელდეს, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება გაგრძელეს. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როცა რადიკალური ოპოზიცია ძლიერდებოდა, სახელმწიფოს პოზიციები სუსტდებოდა ხოლმე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია დასუსტებული იყო, ამ დროს ყოველთვის სახელმწიფო უფრო ძლიერი იყო ხოლმე, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით უზრუნველვყოთ. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ, შეგვეცოდებოდა რომ არ ვიცოდეთ, რა ძალებთან გვაქვს საქმე, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე უსამშობლო ადამიანებთან გვაქვს, რომელთა დასუსტება მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.