– თუ 1-2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით

თუ 1-2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორც არის „ლელო“, გახარიას პარტია და ა.შ., ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დისკრედიტირებულია და არავითარი გაერთიანება არ უშველით მათ.
„ზოგადად, თუ ეს 1 და 2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორც არის „ლელო“, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები 1-2 და 3% და გაერთიანდნენ. ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს უფრო სწორი იქნება, დანარჩენი მათი საქმეა. ზოგადად, მგონია, რომ ოპოზიცია იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენი დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ დაინახა ეს ყველაფერი, თუ როგორ ეწეოდნენ პირდაპირ ამ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ. საზოგადოებამ, ეს ყველაფერი დაინახა, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ, არავითარი გაერთიანება არ უშველით მათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…