ირაკლი კობახიძე – ვუერთდები სომხეთის პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება – პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი

ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ დავადასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება, – ამის შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, სომხეთის მთავრობის მეთაურ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, სომეხ კოლეგასთან საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა განზომილებას, მათ შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას, ვაჭრობას, ეკონომიკას, ტრანსპორტსა და ტურიზმს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მალევე ვარ ოფიციალური ვიზიტით სომხეთში. მინდა გულთბილი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენი ქვეყნების და ხალხების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, ჩვენ მოვაწერეთ შეთანხმებას ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რამაც ჩვენი თანამშრომლობა თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანა. ეს დეკლარაცია, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ და დეკლარაცია ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს და გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ამ ღირებულებების მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას, გადავუხადე მადლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის სახელით დავუდასტურე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვუერთდები პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება და კიდევ უფრო ფართოვდება. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, სხვადასხვა განზომილებაზე და თანამშრომლობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მ.