ირაკლი კობახიძე – ვთხოვ მთავრობის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობის დროს მთავრობის წევრებს დაავალა, რომ „განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ“.
„გასული კვირის გამავლობაში, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთს შემცირების თაობაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ლიბერთი ბანკს“, რომელმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა. ჩვენს გვესმის, რომ ბანკს პირველ რიგში, კომერციული ინტერესები აქვს. თუმცა ამასთან ერთად, ბანკმა გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით, პუნქტით. მინდა ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ