ირაკლი – ველოდები, რომ ოპოზიცია იმავე აბსურდში შევა, პარლამენტში არ შემოვლენ, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ გარედან თუ საიდანღაც, არასდროს შევალთ 2021 წლის მსგავს მოლაპარაკებებში

მე ველოდები, რომ ისევ იმავე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
“თქვენ წარმოიდგინეთ სურათი, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” მიიღო 30 მანდატი პარლამენტში, ასეთ ვითარებაში ისინი იმავეს გაიმეორებენ, რითაც, საბოლო ჯამში, საკუთარი თავი დაიზიანეს. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური სცენარი. მე ველოდები, რომ ისევ იმავე აბსურდში შევა ოპოზიცია, არ შემოვლენ პარლამენტში, არ აიღებენ მანდატებს, თუმცა ამის წარმატების შანსი არ არსებობს. ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არასდროს ხელს აღარ მოვაწერთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, არასდროს შევალთ ისეთ მოლაპარაკებებში, როგორშიც შევედით 2021 წელს. აქედან გამომდინარე, როგორი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ გარედან თუ საიდანღაც, ამ ყველაფრის პერსპექტივა ნული იქნება. ერთ მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა მათ შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ ეს არის განწირული ფიასკოსთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი