ირაკლი კობახიძე – ვახტანგ გომელაურმა მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებაზე – გასული 4 წლის განმავლობაში მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში

ირაკლი მ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული წვლილი აქვს რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში.

როგორც მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვახტანგ გომელაურმა მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე და გუნდმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს ბატონმა ვახტანგ გომელაურმა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან შესაბამისი თხოვნით რამდენიმე დღის წინ მოგვმართა. ჩვენთვის ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო, თუმცა მთელი გუნდი გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი. 10 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს საქმე არ არის იოლი, დიდ ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. შესაბამისი თხოვნით მოგვმართა და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მან ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისთვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა სამომავლო საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო, ის არის ჩვენი მეგობარი, წარმატებები მას ყველაფერში“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ – უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის