ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

ირაკლი ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, – ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე „ლიბერთი ბანკი“ ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალხაზ თოფურია 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: ჯონ ბასს გაუკეთებია განცხადება, ეს რა ჩაიდინეთო. „ნაცმოძრაობისთვის“ უწმინდესი ადგილიდან წამოვიდა შენიშვნა და წაიშინეს თავში ხელები, მეორე დღეს 400 ლარის გადახდა დაგვეკისრა და გამოგვიშვეს ყველანი გარეთ