ირაკლი კობახიძე – ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური

ფაქტია ის, რომ ევრონესტზე მიწვეული ჰყავდათ, NGO-ს საფარქვეშ, რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ასეთ ვითარებაში, ქართული დელეგაციის მონაწილეობა იყო აბსოლუტურად ირაციონალური.
„აქაც, არის ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა და აქაც, მხოლოდ სინანული შეიძლება გამოვთქვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ევროკავშირიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?