ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.
ირაკლი კობახიძისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრაზე საუბარი იქნება ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ მოიტანა.
დღესვე, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგი და ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს