ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. მინდა ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. შემთხვევით ვსარგებლობ და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – საქმე გვაქვს „ქართული ოცნების“ მორიგ „ვირეშმაკობასთან“ – უმრავლესობა ცდილობს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი უცებ შემოაცუროს, მით უმეტეს, რომ მესამე მოსმენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება