ირაკლი კობახიძე – გვარამიას მელიასთან აქვს კონკურენცია და იმედია, ერთმანეთში გაიყოფენ თანამდებობებს – არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ გაერთიანებას, არ აქვს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სა და ს პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად აქვს გვარამიას პრემიერ-მინისტრობის პერსპექტივა, პასუხობს, რომ „თანამდებობები ჯერ ერთმანეთში უნდა გაიყონ“.
„ნუ, ჯერჯერობით, მას მელიასთან აქვს კონკურენცია და ერთმანეთში იმედია, გაიყოფენ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ბუნებრივია, არ აქვს. შესაბამისად, დანარჩენი ცარიელი საუბრებია“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მელიას უფრო მეტი შანსები აქვს, თუ გვარამიას, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს „რიტორიკული შეკითხვაა“.