ირაკლი კობახიძე – გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით – იმედი მაქვს, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოსთვის გერმანიასთან ურთიერთობის ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”,- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი