ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში არც ერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა სააკაშვილის გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს, არც ერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ს გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი. ამის შესახებ მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„არც ერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი [მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება] არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, ორმხრივ შეხვედრებზე, საერთოდ არ დაუყენებიათ ეს საკითხი. რაც შეეხება ნატო-საქართველოს კომისიას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სააკაშვილის გვარი, ეს არის რეალური ვითარება, დანარჩენი არის სპეკულაციები“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციამ ორი წელი ისე წარმართა ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, მათ დღეს ახალი კამპანიის წამოწყების რესურსი აღარ დაიტოვეს.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი და დღეს ვხედავთ, რომ მან განაახლა მაღალი კალორაჟის საკვების მიღება, შესაბამისად, წონის პრობლემაც აღარ აქვს და გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარე, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ყველანაირი საფუძველი გამოეცალა ოპოზიციას, თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი, ორი წელი ისე წარმართეს ეს ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ახალი კამპანიის წამოწყების და კამპანიების განახლების რესურსი აღარ დაიტოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ