ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში

არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც ს გათავისუფლებაზეც არის საუბარი.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა.
„მე ვერ მოვახდენ ქალბატონი რობერტა მეცოლას სიტყვების ციტირებას იმიტომ, რომ დახურული შეხვედრა გვქონდა მასთან და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის სიტყვების ციტირება მოვახდინოთ. მან ძალიან ჯანსაღი პოზიცია დააფიქსირა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით, 2022 წელს ევროპარლამენტში განვითარდა. ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები. საბედნიეროდ, ამის შემდეგ ეს პროცესები შეწყდა, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცებს არ მოსწონთ ეს დადებითი დინამიკა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებში, რაც ნიშნავს იმ პრეცედენტების კიდევ ერთხელ განმეორებას, რაც 2022 წელს იყო და რაც ვიხილეთ, მაგრამ იმედია, ეს არ მიიღებს ტენდენციის სახეს. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე. არ შეიძლება კონკრეტულმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა გაცვითონ ევროკავშირის, ევროპარლამენტის აღქმა ჩვენს ქვეყანაში. ევროპარლამენტი ქართულ საზოგადოებაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც სამართლიანი სტრუქტურა“, – განაცხადა მ.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, „როდესაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საზოგადოების აღქმაზე“.
„ჩვენ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ იმ 85%-ან მხარდაჭერას, რომელიც არის საზოგადოებაში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.
ის პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმით, „დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს“.
„ხშირად დახურულ შეხვედრებზე ჩვენ გვიფიქსირებენ ხოლმე ასეთ რამეს, რომ ევროპარლამენტი არის ევროპარლამენტი, მასზე არ არის დამოკიდებული ევროკავშირის გადაწყვეტილებები და ისინი თავისით იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მესიჯები, რომელსაც ჩვენ ვისმენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ის მესიჯები, რომელიც ჟღერდება ხოლმე დახურულ შეხვედრებზე ჩვენგან, გაჟღერდება ასევე საზოგადოების წინაშე, ეს დადებითად აისახება საზოგადოების აღქმაზე ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი