“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პოლიტიკური საქმიანობა შეაფასა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და იმ დამსახურებებზე ისაუბრა, რომლებიც მას საქმიანობის განმავლობაში ჰქონდა.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ურთულეს პირობებში მოუწია ჯერ პარტიის თავმჯდომარედ და შემდეგ, პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარედ მოსვლა.
“რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაწყებული სამეცნიერო საქმიანობიდან, გაგრძელებული პოლიტიკით. მან შეძლო “ქართული ოცნება”, რომელიც შეიქმნა, როგორც თანამოაზრეთა ერთობა, ჩამოეყალიბებინა სტრუქტურიზებულ გაერთიანებად და რეალურად გამართულ პარტიად; ეს არის ადამიანი, რომელსაც ურთულეს პირობებში მოუწია ჯერ პარტიის თავმჯდომარედ და შემდეგ პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარედ მოსვლა, იმიტომ, რომ მას ებრძოდა მთელი ოპოზიცია, როცა ირაკლი კობახიძე მათი ტელევიზიების დარტყმის ობიექტად იქცა; პარალელურად, შიგნით გუნდშიც არ იყო კარგი სიტუაცია – ბევრი თანაგუნდელი დაუპირისპირდა მაშინ. ირაკლი კობახიძეს ებრძოდნენ ღიად, ფარულად, ამომრჩევლები და თანამოაზრეები იყვნენ დაბნეულები, იმიტომ, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პარტიის დამფუძნებლები იყვნენ, გაჩნდა ეჭვები, ხალხმა არ იცოდა, რა გაეკეთებინა… ირაკლი კობახიძემ ამ პერიოდში შეძლო, თავისი პრინციპულობით, სიმართლისადმი ერთგულებით, გაეტანა ის პოზიცია, რომელიც სწორად მიაჩნდა და გახდა ის ადამიანი, მათ შორის ძველი “ოცნებელებისთვისაც”, რომლისაც უსიტყვოდ სჯერათ და უსიტყვოდ მიჰყვებიან. ამას ძალიან დიდი მოხერხება სჭირდებოდა;
კობახიძემ შექმნა კონსტიტუცია, რომელმაც, პრაქტიკულად, ახალი წესრიგი დაამკვიდრა ქვეყანაში და რომლის უპირობო ავტორიცაა თავად. მას არათუ თითოეულ სიტყვაში, წერტილსა და მძიმეში გააზრებული აქვს, რა რატომ სჭირდება ქვეყანას, არამედ შემდეგ მათ პოლიტიკურ დაცვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული; უპირობო ლიდერია საპარლამენტო გუნდში და ავტორიტეტი არის სამთავრობო გუნდშიც, რომელშიც ახლა მოუწევს მუშაობა და სიახლეების კუთხითაც მისი იქ გადასვლა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი; მისი ბოლო ვიზიტი ჩინეთში უმაღლეს დონეზე შეხვედრები და დელეგაციის წარმატება არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საგარეო ფრონტზეც შეუძლია ბევრი სიკეთის მოტანა ქვეყნისთვის (დასავლეთში მის ვიზიტებსა და წარმატებაზე ყველამ ვიცით, რაც არაერთხელ ყოფილა აღიარებული). ასე რომ, გაგრძელდება ის ტრადიციები, რომლებიც აქამდე იყო,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.