ირაკლი კობახიძემ კვლავ არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმება „გლობალურ ომის პარტიაში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ პარლამენტში ოპოზიციის წინაშე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას უპასუხა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვას, ვის გულისხმობს ხელისუფლება „გლობალურ ომის პარტიაში”.
მ არც ამჯერად დაასახელა კონკრეტული ძალები თუ ქვეყნები, თუმცა, განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაზე სერიოზული ზეწოლა იყო.
„თქვენ იცით, რომ ამ ყველაფერს არ ვაკონკრეტებდით და დღესაც გაგვიჭირდება ამის დაკონკრეტება. თუმცა თქვენს ხედავდით, რომ კონკრეტული ძალები არ იყვნენ დაინტერესებული საქართველოში პროცესების ისე წარმართვაზე, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. სერიოზული ზეწოლა იყო, განსაკუთრებით სამი წლის განმავლობაში და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს რთული პროცესები გადავლახეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ბევრად უფრო მარტივად წარიმართება პროცესები ჩვენი ქვეყნის გარშემო და ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ამას ვხედავდით გასული სამი წლის განმავლობაში”, – თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოწვევებზეც ილაპარაკა. „რაც შეეხება დასავლეთში, კონკრეტულად ევროპაში არსებულ მდგომარეობას, სირთულეები არის, არის სერიოზული გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ევროპა. ეს უკავშირდება, მათ შორის, ეკონომიკას, მიგრაციას და ა.შ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ეს ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ევროპის კონტინენტზე და კონკრეტულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”, – განაცხადა კობახიძემ.
ში ს ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოში გამოჩნდა დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც „საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობების შესახებ“ შეთქმულების თეორიებით საზრდოობს.
საჯაროდ ეს კონსპირაციის თეორია „ხალხის ძალისა“ და „ოცნებასთან“ აფილირებული წრეებიდან წამოვიდა და შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკაშიც გაჩნდა. ირაკლი კობახიძე აქაც გამორჩეულია.
ამ თეორიის თანახმად, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მიზანია, საქართველო ომში ჩაითრიოს და ამის მისაღწევად იყენებს ყველას და ყველაფერს: ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილს და ყველა სხვას, ვინც „ოცნებას“ რაიმე სახით აკრიტიკებს.
იმ დროისთვის „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ამ საქმეში -ის სახელმწიფო მდივანი ც კი „გასვარეს“, როცა მოსამართლეებს სანქციები დაუწესეს.
მისივე ლოგიკით, სწორედ ეს ძლევამოსილი „გლობალური ომის პარტია“ გეგმავდა „გადატრიალებას“ საქართველოში 2023 წლის შემოდგომაზე, ხელს უშლიდა ქვეყანას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო. და ახლაც „გლობალური ომის პარტიას, თავისი აგენტურით“, არ მოსწონს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კავშირების გაღრმავება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.
პარლამენტი 8 თებერვალს უყრის კენჭს მთავრობის შემადგენლობას.

ასევე დაგაინტერესებთ