ირაკლი ზარქუა – მარტივია: სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებ? – ციხე!

თუ გირაოს არ იხდი ე.ი. შეგნებულად მიდიხარ რომ ჩაჯდე – დააშავე?! არ აღასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას?! ციხე! – ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს დაკავებას გამოეხმაურა.
კითხვაზე, თუ რისი ჩვენება უნდოდა გვარამიას იმით, რომ სასამართლოში არ გამოცხადდა, მაგრამ ციხესთან თავისი ფეხით მივიდა, ზარქუამ უპასუხა, რომ „ამით მან სპექტაკლი დადგა“.
„საკითხი მარტივადაა. მგონია, შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ არის კანონი, მოსამართლის გადაწყვეტილება. არ გინდა ციხეში ჯდომა?! მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა. არ იხდი?! მაშინ წესი არის, დაგაკავებენ. მორჩა, მარტივია. ყველა აკეთებს თავის არჩევანს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხადე?! მოგისაჯა სასამართლომ?! ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნება, მე ვიქნები თუ სხვა, შესაბამისად, არჩევანში არიან თავისუფალი.
მოსამართლის მიერ დადგენილად თუ არ იხდი გირაოს ე.ი. შეგნებულად მიდიხარ, რომ ჩაჯდე. ახლა ეს პოლიტიკური ქულის მომტანი იქნება, თუ ცოტა ხანში დაიწყებენ, „იქნებ შეგვიწყალონ“ და რაღაც, ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს თავისი არჩევანი. დააშავე?! არის კანონი, სასამართლო გადაწყვეტილება. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ?! ციხე!,“ – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.
იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.