ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – „ჭიჭე“, კარგი ხარ!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე მ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ ვინც სხვა გამომსვლელს საუბარს შეაწყვეტინებს, დარბაზიდან გააძევონ, რის გამოც ის უმრავლესობის დეპუტატმა მ შეაქო და უთხრა: „ჭიჭე, კარგი ხარ!“.
ვაშაძემ, კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე იმსჯელონ.
„ერთი რამე მინდა გთხოვოთ, იყო აქ კონსტრუქციული წინადადება – გამოვიდეს მომხსენებელი, იყოს კითხვა-პასუხი, მაგრამ შევთანხმდეთ, წამოძახილები, შეწყვეტინებები, რასაც უმრავლესობის წევრები აკეთებენ, ეს გააკონტროლეთ. ვინც წამოძახებებში შევა, გაიყვანეთ ოთახიდან, ხალხს აინტერესებს კონკრეტულ საკითხებზე პასუხი. მნიშვნელოვანია, ყველა შინაარსობრივ საკითხზე ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ვაშაძემ.
ზარქუა ვაშაძეს დაეთანხმა და თქვა, რომ ვინც სხდომაზე ობსტრუქციას მოაწყობს, უნდა გააძევონ.
„რა შთაბეჭდილება მრჩება – ოპოზიციას არ აქვს სურვილი, აქ მსჯელობა გაიმართოს და საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, ეს შთაბეჭდილება დამრჩა. გაოცებული ვარ, ბატონ “ჭიჭეს” ვეთანხმები – ვინც მომხსენებელს ხელს შეუშლის და დაიწყებს ობსტრუქციას, გაძევებული იქნას დარბაზიდან. მორჩა! “ჭიჭე”, კარგი ხარ!“,- განაცხადა ზარქუამ.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კი აღნიშნა, რომ მათი ინტერესი საკითხის განხილვაა.
„გავუფრთხილდეთ დროს. შევთანხმდით. ჩვენი ამოცანაა, რომ საკითხი განვიხილოთ და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახოს დისკუსია. თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, თუ ამის ინტერესია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს ბოქლომი დაადო – „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთაც სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან – აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ

სალომე სამადაშვილი – პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა – მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს