ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ინვესტორები და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და „იჯიბავდი“ პრემიებს, მაშინ რატომ არ გაგახსენდა? – შემოგეყვანა!

ისეთ სისულელეს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ – თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ეს ინვესტორები და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და „იჯიბავდი“ პრემიებს, მაშინ რატომ არ გაგახსენდა? – შემოგეყვანა! – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს ს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ.
როგორც მან აღნიშნა, პენსიონერები ოპოზიციას არჩევნების წინ ახსენდება და „მგზნებარე სიტყვებითა და იაფფასიანი პოპულიზმით გამოდიან“.
„ხატია მინდოდა ყოფილიყო (დარბაზში) დეკანოიძე, ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებთ, ქალბატონო ხატია, თქვენს ადგილას ცოტა ჩუმად ვიქნებოდით ამ თემაზე, რადგან თქვენი გუნდის პრემიერ-მინისტრმა სწორედ, იმ რეჟიმის დროს, ბატონმა გურგენიძემ შემოიტანა საპენსიო სესხები და შეგახსენებთ იყო 120-150-160 პროცენტიანი. აქ რომ ყბედობდა და მერე გავიდა „ხაბეს“ შემცვლელი, ეს „ჭიჭე“, ბეჟაშვილს და გოცირიძეს მიმართა, რატომ არ მისმენთო, არ მოგისმენენ, ისეთ სისულელეს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ და შემდეგ რატომ იცინითო – შენ დაგცინით იმიტომ, რომ ყველაფერში ამაზრზენი ხარ, ყველა განცხადებაში.
ვიცი, წინასაარჩევნოდ რა მოდურია რადიკალებისთვის პენსიონერების თემა. ერთი გამოქანდა და 1000 ლარიანი პენსიაო -„ლელომ“, „ნაცების“ დანაყოფი რომ გახდა, გახარიები -1100-იო, დანარჩენი იმ კვირაში მოიფიქრებს ალბათ რამეს და იტყვიან უფრო მეტს, მაგრამ რა გათვლით? სანქცია უნდა დავუწესოთო რუსეთს, შენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და იმას თუ სანქციას დაუწესებ, იმისთვის ეს არაფერია 0.1 პროცენტია, ჩვენთვის მინუს 10%. არსებულ პენსიასაც ვერ გადაიხდი. ე.ი. აპრიორი ატყუებ და ამით გინდა ხელისუფლებაში მოხვიდე, იმ შენი დამწვარი მუსტანგით? გამორიცხულია! მერე დადგებიან და გაგვიყალბეს, თორემ ჩვენ ვიყავი 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 ადგილებზეო, იცით ფანჩატურიდან შალიკოს მიდგომა და მათემატიკა“, – განაცხადა ზარქუამ.
ამასთან, მან მიმართა გიორგი ვაშაძეს, რომ საქართველოს კარგი მონაცემები და ვაშაძეს შეუძლია ინვესტორები დღესაც შემოიყვანოს.
„ბიჭო, შენი ქვეყანა აღიარებულია მსოფლიოში საგადასახადო განაკვეთით, ესტონური მოდელი გვაქვს, გაუნაწილებელ მოგებაზე ნული პროცენტია, შენი ბიუჯეტი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ღიაობით და გამჭვირვალობით, doing business –ით 7- ეულშია და მთელი რიგი მონაცემები გაქვს, რომ დღესაც თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანო ეს ინვესტორები – შემოიყვანე და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და იჯიბავდი პრემიებს, რატომ არ გაგახსენდა, შემოგეყვანა“, – განაცხადა ზარქუამ.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ეროვნულ ბანკთან ერთად ფიქრობს, რა გამოსავალი შეიძლება გამოინახოს იმისთვის, რომ პენსიონერების ძველ გრაფიკზე დაბრუნება თანხის უკან გადახდის გარეშე იყოს შესაძლებელი. ზარქუამ მის წინა გამომსვლელს ალეკო ელისაშვილს მიმართა, რომ ამ მიმართულებით მასაც შეუძლია ჩაერთოს სამუშაო პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ