იორში -ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – როგორი იქნება შტატების პასუხი

3 დაღუპული და 34 დაჭრილი სამხედრო – ჩრდილო-აღმოსავლეთ იორში -ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ობიექტს დრონებით გვიან ღამით შეუტიეს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობა.
ბაზაზე თავდამსხმელებმა მალევე მუქარა აშშ-ის პრეზიდენტისგან მიიღეს. ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს დააკისრეს.
“ჩვენ არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ,”-განაცხადა ლოიდ ოსტინმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კი თქვა, რომ ამერიკა თავდასხმის ფაქტებს აგროვებს.
ირანი უარყოფს იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს.
ამერიკელი სამხედროების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით შიიტურმა მოძრაობამ, “ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ” აიღო, რომელსაც ამერიკელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, სწორედ ირანთან აქვს კავშირი. პარალელურად, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ თავდამსხმელებს აშშ მალე მნიშვნელოვან პასუხს გასცემს, რაც ანალიტიკოსების ვარაუდით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
7 ოქტომბერს “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ. სწორედ ამიტომ, ახლა მსოფლიო შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს