იოზვიაკი: ბრიუსელში საქართველოზე დებატები შედგა, მოსალოდნელია ევროკავშირის და ევროკომისიის განცხადებები

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბრიუსელში ელჩების დონეზე დებატები შედგა.
ამის შესახებ ჟურნალისტი X-ზე წერს. მისი თქმით, 26-მა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. ხოლო უნგრეთს დებატებში მონაწილეობა არ მიუღია.
“შესაძლოა გამოქვეყნდეს განცხადება ევროკავშირის მხრიდან და ასევე განახლებული შეფასება კომისიისგან იმის თაობაზე, თუ რა მიმართებაშია უცხოური აგენტების შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმებთან”, – წერს იოზვიაკი.
Debate yday in Brussels on situation in 🇬🇪 on ambassadorial level. 26 member states voiced concern. 🇭🇺 silent. There could be an EU statement coming soon and possibly an update from Commission on how the foreign agents law relates to 🇪🇺accession criteria — Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 8, 2024
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.
ამავე თემაზე:

ასევე დაგაინტერესებთ