საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძე გახდება. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მმართველ გუნდში უმრავლესობის ლიდერად სწორედ მდინარაძის წარდგენას განიხილავენ.
როგორც ცნობილია, მამუკა მდინარაძე ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, თუმცა რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სტატუსის საპარლამენტო თანამდებობასთან შეთავსება შესაძლებელია.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 2020 წლიდან ირაკლი კობახიძეა. უმრავლესობის ახალი ლიდერის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი კობახიძე განიხილება.