ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია.
მისი თქმით, პაციენტი სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას.
როგორც ექიმი განმარტავს, 22 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით.
„22 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით. დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე,“ – განაცხადა ექიმმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს