„იმ ერთი ჩვენი კოლეგის უმსგავსი და გაუმართლებელი საქციელი ცხადია, არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში და სადმე“ – უსუფაშვილი ელისაშვილზე

„ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილიმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე განაცხადა:
„დავიწყებ იმით, რომ ბატონ მომხსენებელს,[] რომელიც ყველაზე მეტად დაიღალა და დაზარალდა და იმ ერთი ჩვენი კოლეგის უმსგავსი და გაუმართლებელი საქციელი ცხადია, არა მგონია ორ აზრს იწვევდეს ამ ოთახში და სადმე. მაგრამ, ამასთანავე, მისი არასწორი საქციელი არაფერს არ ნიშნავს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით…
ეს კანონპროექტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი სხდომაც ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმე. ხომ არ თვლით, რომ თქვენი მცდელობა, თავისუფალი სამყაროსთვის ფუჭი მცდელობაა? ხომ არ თვლით, რომ სწორედ თქვენი პოლიტიკაა მიზეზი იმისა, რომ კანონის მიზეზსა და მიზანს ყველა ცალსახად ხედავს? მიზეზი ის არის, რომ გარედან ნერვებს გიშლიან – ხან რაზე მიგითითებენ და ხან რაზე, რეკომენდაციებს გაძლევენ, ნაბიჯების გადადგმას გთხოვენ. მიზანი ამ კანონის და ამოცანა არის ის, რომ გაწყვიტოთ ყველა შესაძლო ხაზი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები არსებობდნენ. ნუ გიკვირთ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ რა გზას ადგახართ“