იმ დოზით ვალდებულებები უნდა დაეკისროს, რომ კომპანიას ხელი არ შეეშალოს განვითარებაში – უჩა სეთური „მაგთიზე“

„უნდა მოხდეს ტარიფების სწორად განაწილება და არ უნდა მოხდეს ე.წ ჯვარედინი სუბსიდირება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ფასები შეიძლება შემცირდეს, თუმცა ნიშნავს, რომ ჩვენ ბაზარს დავიცავთ, არაკონკურენტული, დემპინგური ფასებისგან, რომელიც ბაზარს ანგრევს და იწვევს კონკურენციის გაუარესებას“,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური აცხადებს. ასე გამოეხმაურა ის „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კომუნიკაციის კომისიის დაკვეთით ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ მობილური მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, სადაც კომპანია „მაგთი“ მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიად, რომელსაც შესაძლოა სპეციფიკური ვალდებულებები დაუწესდეს.