იმერეთის პოლიციამ 230 ძირი კანაბისი ამოიღო. დაკავებულ 3 პირს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ჩხრეკის დროს, -ს თანამშრომლებმა დათესილი და კულტივირებული 230 ძირი კანაბისი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული