“იმედია მალე გამოუშვებენ” -ს რატომ არ ვწერ, მართლა იმედია რომ ხვდებით“ – ნიკა გვარამია

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას დაკავებას წერილით ეხმაურება:
„ელენე მაგარია, ყველაზე მაგარი! ეგ კი გაუძლებს!
ქოცები კი, რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის. მიდით, მიაწექით “ანტიქართულო ოცნება”, ბოლომდე გაიფარჩაკეთ თავი!
“იმედია მალე გამოუშვებენ” -ს რატომ არ ვწერ, მართლა იმედია რომ ხვდებით. ლოტოტრონის სამართალში “დაჭერა” მოვარდება თუ “გირაო”, მაგაზე მკითხაობით ვერ დავკავდები:)
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა