ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ს ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა -ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია