ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი, კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ფორუმი – „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, დედამიწის დღე (https://www.earthday.org/earth-day-2024/), რომელიც 1970 წლიდან ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება, დედამიწის დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობადობის გაზრდას ეძღვნება.
ფორუმზე საქართველოს წამყვანმა სპეციალისტებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზები, მათი გავლენა ადამიანსა და გარემოზე, იმსჯელეს ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რისკებზე.
ფორუმზე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს შორის, რომელთაც კონკურსისთვის კლიმატის ცვლილების შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
„კლიმატის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ადამიანის სიცოცხლე ფაქტობრივად დამოკიდებულია ამაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ ამის შესახებ, მაქსიმალურად შევისწავლოთ ეს საკითხები, როგორც გლობალური მასშტაბით, ისე რეგიონული, საქართველოს მასშტაბითაც.
ფორუმმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე მოსწავლეებში. საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ. მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებული იყოს ახალგაზრდობა ამ თემით, იმიტომ, რომ ჩვენი მომავალია ამაზე დამოკიდებული“, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია თოდუა.
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტის სახელწოდება გახლდათ: კლიმატის ცვლილებების ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორები კურსების თემში. აუდიტორიას გავაცანით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა კურსების თემში, გავაცანით კვლევისა და სტატისტიკის შედეგები“, – აღნიშნავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „ევრიკა“ წევრი, ბარბარე ბიბილეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს