“ივანიშვილი დესპოტი პუტინის ყურმოჭრილი მონაა” – ანიტა რაჭველიშვილი

ეს მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი კიდე არის ყველაზე დაუნდობელი და დესპოტი დიქტატორის, ს ყურმოჭრილი მონა. ამიტომ, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! არ აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანები რა განცხადებებს გავაკეთებთ და რამდენჯერ ავიმაღლებთ ხმას ამ კანონის წინააღმდეგ. ხალხის ხმას და აზრს აქვს აბსოლუტურად ნული მნიშვნელობა ამ მთავრობისთვის. ჩვენი ხალხი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ფეხბურთის მატჩის საყურებლად ერთიანდება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს, მხოლოდ ერთეულები გამოდიან და ისიც ცემის, ძალადობის ან დაპატიმრების შიშით ამ მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტური განუკითხაობის, უსამართლობის და მწვავე კორუფციის პერიოდში. ამ მთავრობამ კი ისეთი ქონება დააგროვა ამ რამდენიმე წელიწადში, რომ მათი წასვლის ალბათობა აბსოლუტურად არ არსებობს, თუ მართლა საქართველოს მოსახლეობის 100% არ გამოვიდა ქუჩაში და არ გააპროტესტა ქართული ოცნების არსებობა. ეს კი არ მოხდება, რადგან ალტერნატივა არ არსებობს! არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც ქვეყნის და ხალხის მომავალზე იზრუნებს. ძალიან უიმედო მდგომარეობაა ყველასთვის. არც ვიცი, რა ვთქვა ან რა გავაკეთო ჩემი ქვეყნის საშველად. ძალიან მტკივა გული, რომ მოღალატეების და ფულზე გაყიდულების ხელშია ჩვენი საყვარელი სამშობლო! მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სხვანაირად სიცოცხლის გაგრძელებას მნიშვნელობა არ ექნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი