იენს სტოლტენბერგი – წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ნატო-ს 18 მოკავშირე დახარჯავს

წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ნატო-ს 18 მოკავშირე დახარჯავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, -ის ყოფილი პრეზიდენტი, თავისი განცხადებებით ალიანსის უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.
„ნატო-მ ალიანსზე თავდასხმის აღკვეთა 75 წლის განმავლობაში შეძლო. ნატო-ს იდეა და აქცენტი ომის თავიდან აცილებაა. ნებისმიერი წინადადება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ჩვენს უსაფრთხოებას ძირს უთხრის“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ალიანსი მოკავშირეებს დაიცავს.
„ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენი შეკავების სისტემის შელახვა საჭირო არ არის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად მზად ვართ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ს პოტენციური შეჭრისგან ნატო-ს ის მოკავშირეები არ დაიცვას, რომლებიც საკუთარ თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ და მეტიც, შესაძლოა, რუსეთი წაახალისოს. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ