იგორ ნარმანია – „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, რას გადაწყვეტს „ლელო“, პირიქით, მოვუწოდებთ, არ შევიდნენ ამ ფარსში

„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს „ლელო“, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში, არ მოიტყუონ თავი, კიდევ ერთხელ არ ჩააგდონ საზოგადოება ნიჰილიზმში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შედის „ამ ფარსში“ და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლაც იქნება „ძალიან დიდი შეცდომა“.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა ოპოზიციური კოლეგებიც არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ფარსში, ჯერ მაინც არის დრო ამ გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა შევიდეს ამ ფარსში ოპოზიციიდან ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა”, ვაგრძელებთ აქტიურ ბოიკოტს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დაგეგმილ სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს „ლელო“, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ ფარსში, არ მოიტყუონ თავი, კიდევ ერთხელ არ ჩააგდონ საზოგადოება ნიჰილიზმში. იმ პირობებში, როდესაც არ არის საარჩევნო კოდექსში არანაირი ცვლილება, როდესაც არ არის დაგეგმილი ახალი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც არ არის 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე თავისუფალი და ვხედავთ, რომ ივანიშვილი რეპრესიების შემცირებას კი არ აპირებს, არამედ ყოველდღიურად ზრდის და ახლა ქალების რეპრესიებზე გადავიდა, რადგან ხედავს, რომ ამ პროტესტში ქალების ხმა არის ძალიან მაღალი, ამიტომ ახლა, ჩვენი მხრიდან დათმობებზე წასვლა და ივანიშვილთან საუბარი მარცხის ტოლფასია. ჩვენ არ შევდივართ ამ ფარსში და სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლაც იქნება ძალიან დიდი შეცდომა“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს