იგეგმება სოხუმის აეროპორტის ტერიტორიასთან მცხოვრებთა გასახლება

ს დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივთა გასახლებას გეგმავს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუხ ნანბა ამ თემაზე 26 მარტს შეხვდა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთ.
ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამ არხი წერს.
ტელეგრამ არხის ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჯანსუხ ნანბასთან უკმაყოფილება გამოთქვა მათი გადასახლების განცხადებასთან დაკავშირებით.
„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ კომპენსაციის შემთხვევაშიც კი, ამას ყველა არ ეთანხმება“, — აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
2023 წლის 16 ივნისს ს ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „სოხუმის არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
რუსეთში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, შეასრულოს საინვესტიციო პროექტის ყველა პირობა. აფხაზეთი კი – ობიექტების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლებების დაცვის განსაკუთრებულ სახელმწიფო გარანტიებს იძლევა.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა აფხაზეთისთვის ისტორიული მოვლენაა, ასევე, წარმოადგენს ტურიზმის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილს.
ოფიციალური ცნობითვე, აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, კერძო ინვესტორის ფულით. წინასწარი შეფასებით კი, მისი აღდგენის პირველი ეტაპის ღირებულება, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობას ითვალისწინებს, 6,5 მილიარდი რუსული რუბლი [დაახლოებით, 800 000 დოლარი] იქნება.
სოხუმის აეროპორტის მუშაობის დაწყება კი, მხარეთა ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება და წლიურად მგზავრთა ნაკადი 1.2 მილიონი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …