“იბერია 1999”-ის ზედიზედ მეხუთე მოგება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ლიდერმა თბილისის “იბერია 1999”-მა “თელავს” სტუმრად 3:0 მოუგო.
თელავი 0:3 იბერია 1999
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა “იბერია 1999”-მა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო. ამჯერად “თელავს” სტუმრად აჯობეს.
პირველი გოლი ყველაზე ლამაზი გამოვიდა: გიორგი კოხრეიძემ შორიდან მოულოდნელი დარტყმით გაიტანა.
მეორე ტაიმში კი, შვიდწუთიან მონაკვეთში იბერიელებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს. ჯერ შეიკნე სილას კარგ მოქმედებასა და პასს მოჰყვა გიზო მამაგეიშვილის ზუსტი დარტყმა და გოლი… მერე კი გიზომ პენალტი მოიპოვა
და შოთა ნონიკაშვილმა ზუსტად შეასრულა – 0:3.
კოხრეიძემ და ნონიკაშვილმაც თავიანთი მეხუთე გოლი გაიტანეს სეზონში, აი, გიზო მამაგეიშვილმა კი სადებიუტო გოლი მიითვალა.
“იბერია 1999” ლიდერია, “თელავი” კი მეექვსე ადგილზეა.
erovnuliliga.ge