იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია –

უკრაინაში კვლავ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებმა, სუმის ოლქზე 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს. სამიზნე 10 დასახლება გახდა. მოხდა 115 აფეთქება.
მანამდე, დრონებით შეუტიეს ქვეყნის სამხრეთით, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებს. დაიბომბა დნეპროპეტროვსკიც. სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზეც. განადგურებულია საცხოვრებელი პუნქტები. დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში იაპონიისა და სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“იაპონიასთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, აქტიურად ვიმუშაოთ ამ დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერაზე. ევროპას სჭირდება ერთობლივი წარმოების იარაღი – ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი წარმოება, ვიდრე ახლაა. უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვითი საქმიანობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება თქვენდამი არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, ერთად ვაწარმოოთ, ერთად გავძლიერდეთ. უკვე არის და ყოველთვის იქნება უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული დონორი. ჩვენ ეს გვინდა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს