იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, ცესკოს თემა პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა

ჩემი აზრით, ცესკოს თემა საქართველოს პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, ს მიერ დადებულ ვეტოს.
მისი თქმით, პრეზიდენტმა რამდენი ვეტო დაადო საარჩევნო კანონმდებლობას, არავინ იცის და რამდენი ვეტო მოეხსნა, ასევე არავინ იცის.
„ჩემი აზრით, ცესკოს თემა საქართველოს პრეზიდენტისთვის ისეთი თემაა, სადაც მას „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოების თავისი სურვილის მიხედვით დადების უფლება მისცა. ამიტომ, პრეზიდენტმაც იდროვა და რამდენი ვეტო დაედო საარჩევნო კანონმდებლობას კაციშვილმა არ იცის, რამდენი ვეტო მოეხსნა, ასევე არავინ იცის. ვეტოს დადებამდე, ვეტოს მოხსნის შემდეგაც, ვეტოს შუა პერიოდშიც და მომავალშიც, როცა ვეტოებზე საუბარი არ იქნება, ცესკოს თავმჯდომარე მაინც გიორგი კალანდარიშვილი იქნება. ამდენი შრომის და ბრძოლის შედეგად, 1%-თაც კი არ იცვლება ქართველი ხალხისთვის. ამას გვთავაზობენ, როგორც პრეზიდენტის მიუკერძოებლობის და ჭეშმარიტი ოპოზიციონერობის სიმბოლოდ, რისიც მე არ მჯერა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი