იაგო ხვიჩია – სიგიჟეა, რაც ხდება – პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში – გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან

სიგიჟეა, რაც ხდება – პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში – ეს არ “მოსულა”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა მ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, ისინი, ვინც მას პარლამენტში არ უშვებენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.
“სიგიჟეა, რაც ხდება – პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში. ვდგავარ და ველოდები, რომ შემიშვან. ეს ადამიანები შინაარსობრივად სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ამაზე სკანდალური ვერაფერი მოხდება. ოთახში უნდა ავიდე, გასაღები მაქვს ასაღები. უბრალოდ, გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან. ეს აჩვენებს იმას, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისინი ამას ბედავენ. ჩემი მხრიდან ყველას მიმართ პატივისცემისა, ეს არ “მოსულა”. რაღაც მისტიური საფრთხისგან იცავ პარლამენტს – ჩემგან იცავ? მე ქართველმა ხალხმა შემიშვა აქ. ეს არის ჩემი აზრით, მთავარი ამბავი, რაც დანარჩენ სიგიჟეს განაპირობებს. ცხადია, ამას მოაწყობენ, აბა რას იზამენ?! ბოლოს, ცოტა ხანში პაპუაშვილთან დავრეკავ, რომ პარლამენტში შემიშვან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ოპოზიციას ერთობლივი გეგმა პროტესტთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე კოლეგებთან არ უსაუბრია.
“ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არ მიკონტაქტია. არ ვიცი, რას აპირებენ. მე ვაპირებ, ხვალ მოვიდე ჩვეულებრივ და პარლამენტის სხდომაში მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ხვიჩიამ.