იაგო ხვიჩია ე.წ. ვეტინგზე – მხარს არ ვუჭერთ და გაკვირვებულები ვართ, როგორ შეიძლება ოპოზიცია ასეთ სულელურ იდეაზე საუბრობდეს – ვითხოვთ არჩევითი მოსამართლეების შემოღებას და ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოებას

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. ვეტინგის იდეას სულელურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ცენტრალიზებული სასამართლოს სისტემის შექმნის ერთ-ერთი მცდელობა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, იმისთვის, რომ სასამართლოს არსებული სისტემა დაიშალოს, „გირჩი” არჩევითი მოსამართლეების შემოღებას ითხოვს.
„იმისთვის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი იყოს, პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ სასამართლოში ხელების ფათურს და ეს საქმე, მოსამართლეების დაკომპლექტება მივანდოთ ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ არჩევითი მოსამართლეების შემოღებას ყველა დონეზე და ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოებას. ეს გზა მიგვაჩნია იმისთვის, რომ არსებული საბჭოთა სისტემა – სასამართლო დაიშალოს და მივიღოთ არა ვერტიკალური, არამედ, დეცენტრალიზებული მართლმსაჯულების სისტემა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ შემოტანილ “ვეტინგის” სისტემის ამბავს, ჩემი აზრით, ეს ცენტრალიზებული სასამართლოს სისტემის შექმნის ერთ-ერთი მცდელობაა, როგორც საქართველოში სულ იყო. მოგეხსენებათ რეფორმების მე-5 ტალღაზე ვართ და ეს იქნება მე-6 ტალღა, რის შედეგადაც, მივიღებთ მურუსიძეს ან კარგ შემთხვევაში, ახალ მურუსიძეს. ამიტომ ამას მხარს არ ვუჭერთ და გაკვირვებულები ვართ, როგორ შეიძლება ოპოზიცია ასეთ სულელურ იდეაზე საუბრობდეს და ამას მხარს უჭერდნენ “ენჯეოშნიკები” და საერთაშორისო საზოგადოება და ფიქრობდნენ, რომ ამით შესაძლოა, “ქართულ ოცნებას” მოუგო სასამართლო თემაზე დისკუსია”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ