“თქვენი ხმა ევროპას” – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი ხელმოწერების კამპანიას “ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში ევროპული სტანდარტები სჭირდება.
“თქვენი ხმა ევროპას” – ეს არის ჩვენი ერთობლივი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა, ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროპა. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო წარმატებული და უფრო ძლიერი შეიძლება იყოთ და რაც უფრო ძლიერი იქნება ეს სფერო ამ ქვეყანაში, უფრო ძლიერი იქნება ეს ქვეყანა,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი .
კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და, საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე