,, თუ ჩორჩანას საგუშაგოს შექმნა დანაშაულია, ამ დანაშაულზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა რომ მარტო შსს-ს მინისტრ, გახარიას გადაწყვეტილება არ იქნებოდა, ამას ისედაც ყველა კარგად ხვდება. ჩორჩანაში ბიუჯეტის სახსრებით აშენდა საგუშაგო, იქამდე მიიყვანეს გზა. ამ ინფრასტრუტურის შექმნა ვერ მოხდებოდა შსს-ს ბრძანებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გახარია ამ სამუშაოების შესრულებას ვერ დაავალებდა, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას გახარია ვერ მიიღებდა. ორივე გადაწყვტილება მხოლოდ მთავრობის პრეროგატოვა იყო. მას უნდა შეეფასებინა პროექტის საჭიროება, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი გამოეყო სახსრები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დაევალებინა პროექტირება და მშენებლობა. ასეთია პროცედურა. აქედან გამომდინარე, თუ ჩორჩანას საგუშაგოს შექმნა დანაშაულია, ამ დანაშაულზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, პოლიტიკური კი მმართველ პარტიას და პარლამენტს, ანუ ვინც წარადგინა და დაამტკიცა ის მთავრობა.“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)