“თუ ქართველებს შეეხებით, ცემთ ან მოკლავთ, ყველას უპილოტოები დაგწვავენ!…” – ჩეჩნური ბატალიონი

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის განცხადებას აქვეყნებს:
შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელთა მხარეს იბრძვის, განცხადებას ავრცელებს, სადაც მიანიშნებს საფრთხეზე, რომ შესაძლოა საქართველოს პრორუსულმა ხელისუფლებამ ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ კადიროველი ჩეჩნები, ასევე დაღესტნელი და სხვა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები გამოიყენოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ უნდა მოხდეს, რადგან გამოიწვევს მყისიერ ომსა და დაპირისპრებას სამხრეთ კავკასიაში, რადგან ქართველი პატრიოტები არ აპირებენ ოკუპაციასთან შეგუებას. “ანტირუსულად განწყობილო კავკასიელებო! ყოველი შემთხვევისთვის, მზად იყავით მასობრივი მობილიზაციისთვის, რათა დაიბრუნოთ თქვენი სამშობლო: ჩეჩნებმა ჩეჩნეთი, ინგუშებმა ინგუშეთი, ჩერქეზებმა ჩერქეზეთი და დაღესტნელებმა – დაღესტანი! თქვენ კი, ვინც რუსეთის მხარეს ხართ, დაფიქრდით, გიღირთ თუ არა იმ ქვეყნისთვის სიკვდილი, რომელიც თქვენს ხარჯზე ომობს და თქვენ გკლავთ დაუნდობლად, თავის ომებში, არაფრის გულისთვის!
და დაიხსომეთ: თუ ქართველებს შეეხებით, ცემთ ან მოკლავთ, ყველას უპილოტოები დაგწვავენ!…”

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს