თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს, უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას ვეტოს დაადებს

თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს, უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ გამოცემა Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.
“მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში, საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას”, – განაცხადა პეტერ სიიარტომ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი, ყოველწლიურად, დან გაზის 4-ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად – სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს