“თუ ეს არ მოხდება დეკემბერში, ეს მოხდება მარტში, თუ არ მოხდება მარტში, ეს მაინც მოხდება” – მოლდოვის პრემიერი ევროინტეგრაციაზე

მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, დორინ რეჩანს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, მოლდოვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 3 თვით გადადოს.
“თუ ეს არ მოხდება დეკემბერში, ეს მოხდება მარტში. თუ არ მოხდება მარტში, ეს მაინც მოხდება. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპის მშენებლობა სახლში,” – ასე უპასუხა დორინ რეჩანმა დასმულ კითხვას.
რეჩანს ასევე ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მოლდოვას მიეღო მწვანე შუქი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ს კი ვერ მიეღო, რაზეც მოლდოვის პრემიერმა უპასუხა: “ჩვენი პოზიცია ასეთია – ჩვენ უნდა ვიყოთ სთან ერთად მოლაპარაკებების გახსნის პროცესში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ამჟამინდელ მმართველ გუნდს უსინდისოდ აბრალებენ იმას, რაშიც თავად იყვნენ გაწაფულნი – ნაცრეჟიმისას, ნინო დათაშვილი თავს რომ დასხმოდა ოფიცერს, გირაოს კი არა, წამების “კარანტინებში” გაატარებდნენ

პროკურატურა რომ ჰუმანურია, ადამიანის ჯანმრთელობას რომ ყურადღებით ეკიდება და გადაწყვეტილებას პატიმრის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს – ამასაც საკუთარ თავზე იწერენ რადიკალები