,, თუ გინდა, რომ ერთ დროს საყვარელი სპორტსმენი უმეტესობას შესძულდე, დეპუტატი უნდა გახდე” – რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო.
თუ გინდა, რომ ერთ დროს საყვარელი სპორტსმენი უმეტესობას შესძულდე, დეპუტატი უნდა გახდე. თავად დეპუტატობა კი არ არის სიძულვილის წყარო, არამედ ის, რის გაკეთებასაც გაიძულოებენ. შეუძლიათ ფიზიკური ძალის მქონე ძალადობისთვის გამოგიყენონ, შეუძლიათ “ხალხის ძალის” მსგავს წარმონაქმნში გაწევრიანება მოგთხოვონ და სამუდამოდ მოღალატის იარლიყი დაირტყა ზურგზე, შეუძლიათ რუსულ ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონენზე გაიძულონ მხარდაჭერა. მერ მოხდება ისე, რომ აპლოდისმენტებს ნაჩვევ ადამიანს ქუშაში გამოსვლისას დაგისტვენ. ეს საუკეთესო შემთხვევაში.
ახლა ვამჩნევ ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ. არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ და ახლავე სიაში ჩაწერონ.
ზემოთ ნათქვამი, ალბათ ხალხური გამონათქვამი ფროიდმა კიდევ უფრო განავრცო: “სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო სიძულვილიდან დიყვარულამდე კილომეტრობით ნაბიჯები”!”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო